სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა დააკავეს – ექსტრადირება გერმანიიდან საქართველოში დღეს მოხდება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა დააკავეს. მისი ექსტრადირება გერმანიიდან საქართველოში დღეს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურს

დავით ჭაკუა  ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

მას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა.

ჭაკუა ასევე ბრალდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმრების წამების საქმეზე, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოწმეებზე ძალადობა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. კერძოდ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად