“სასიხარულოა, 2014 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 39%-ით გაიზარდა”

ეკონომიკის მინისტრის გიროგი კვირიკაშვილის თქმით, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 39% გაიზარდა. ასევე გაზირადა გადამამუშავებელი წარმოების მაჩვენებლი. 

"სასიხარულო ინფორმაციაა, რომ 2014 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 39% არის გაზრდილი, რაც 2013 წლის მაჩვენებლთან შედარებით ძალიან კარგია. გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე სექტორი. რა თქმა უნდა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობის სექტორი ბუნებრივია იქნებოდა მოწინავე, გამოდინარე იქიდან, რომ „ბიპის“ პროექტი ხორციელდება „შახდენიზი 2“-ს ფარგლებში. მაგრამ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გადამამუშვებელი წარმოების მაჩვენებლი გაიზარდა და ის რომ ინვესტორები ინტერესდებიან უკვე საქართველოში წარმოების დაწყებით",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...