საშობაო ლიტურგიას ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი დაესწრნენ

მაცხოვრის შობის სახელობის მონასტერში აღავლინა საშობაო ლიტურგია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

ლიტურგიას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.

“სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებ, რომ წარმატებული მომავლის იმედი, რომელიც ამ დღეს თან ახლავს თოთოეულ ქართველს გამართლებოდეს”_განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად