სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური
დახმარებით, მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა, ასევე, კომუნიკაციის
საშუალებები გადაეცა.

1.4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო
საშუალებები სრულად აკმაყოფილებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მოთხოვნებს და
საზღვრებზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას
უზრუნველყოფს.
აღჭურვილობის განახლება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან
საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო
თანამშრომლობით, „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის
უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში, განახორციელა.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული
მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ
განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. ევროკავშირის დაფინანსებით,
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი
პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად