სასაცილოა იმაზე მსჯელობა, რომ „სოკარის“ „გაზპრომით“ ჩანაცვლება მოხდეს

NULL

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ენერგეტიკულად საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს, მაგრამ ამასთან, მისი თქმით, „გაზპრომთან“ ურთიერთობა გარდაუვალია.

როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, საქართველოს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ირანს სანქციები მოეხსნა.

„ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ისევე, როგორც ირანის მხრიდან. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს თავისი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ახალი გზების მოძიება მოუწევს. ამ თვალსაზრისით ირანი უკვე ეძებს პარტნიორებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა საქართველოზე გადის. კერძოდ, საუბარია ირანის გაზის მიერთებაზე, „ტანაპის“ გაზსადენზე 2017-2018 წლიდან. ეს იაფი გაზის მიღების შანსია, ასევე დამატებითი შემოსავლების მიღების და გარდა ამისა, ეს ქვეყნის სტაბილურობის შანსიცაა. ასევე საუბარია ირანი-სომხეთი-საქართველოს გზაზე, ანუ სპარსეთის ყურის დაკავშირებაზე ამ გზით შავ ზღვასთან. ესეც ძალიან პერესპექტიულია“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...