სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გაზპრომი“ გაზსადენ Opal-ზე სრულ წვდომას ვეღარ მოიპოვებს

გერმანიის ქსელის ფედერალურმა სააგენტომ „გაზპრომს“ მოუწოდა, უდიდეს გაზსადენ Opal-თან დაკავშირებით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს და გაზსადენით გაზის ტრანსპორტირება 50% -მდე შემცირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TASS– ი განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ფედერალური ქსელის სააგენტომ კომპანიას განაჩენის შესრულებისკენ მოუწოდა”, – აცხადებენ ფედერალური ქსელის სააგენტოში.

ევროკომისიის მიერ 2016 წელს მიღებული წინა გადაწყვეტილების თანახმად, რუსულ კომპანია “გაზპრომს” უფლება ჰქონდა, “ოპალის” გაზსადენის სიმძლავრით 100% -ით ისარგებლა. ამასთან, პოლონეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და რუსული კომპანია „გაზპრომი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გაზსადენ Opal-ზე სრულად წვდომას ვეღარ მოიპოვებს. შედეგად, ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირმა გააუქმა და მიიჩნია, რომ ის  დივერსიფიკაციის პრინციპს არღვევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...