A1 ბანერი

პუტინის საფლავის ქვის დადგმისთვის სასამართლომ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯა

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ აქტივისტ კარიმ იამადაევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით საფლავის ქვის დადგმასთან დაკავშირებით 28 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

საკუთარი ქმედებით, აქტივისტმა „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა.

როგორც BBC-ის უფლებადამცველმა რუზილ მინგალიმოვმა განუცხადა, სასამართლომ იამადაევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 28 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის აქტივისტის ინტერესებს იცავს.

კარიმ იამადაევმა სასამართლოში განმარტა, რომ 10 მარტს, ნაბერეჟნი ჩელნის საგამოძიებო კომიტეტის შენობასთან საფლავის ქვა აღმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტოსურათი იყო გამოსახული. ქვაზე ეწერა 1952-2019-იანი წლები. თუმცა, როგორც აქტივისტმა განმარტა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება კანონით დაცულია.

“ის მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს გარანტირებული აზრისა და სიტყვის თავისუფლება. მან ინტერნეტის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიდა ან სახელმწიფო სათათბიროს გადაეცემა, ეს კანონები ინტერნეტის თავისუფლებას ზღუდავს“,-აცხადებს აქტივისტის ინტერესების დამცველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...