სასამართლომ თეა წულუკიანის უწყებას ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა

ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლე დავით წერეთელმა ბაჩანა შენგელიას საჩივარი დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მომჩივანის სასარგებლოდ. „საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და იუსტიციის სამინისტროს დაავალა სამინისტროს ჩემთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინათინ ბოკუჩავას მიერ პარლამენტის პლენრულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: დაანებეთ ბაჩანა შენგელიას თავი, კანონით აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარდგა. მას დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. თინათინ ბოკუჩავას შეკითხვა ეხებოდა ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს.თინათინ ბოკუჩავა პრემიერს, – „ბაჩანა შენგელია სამსახურიდან წულუკიანის თვითნებობით გათავისუფლდა თუ თქვენი დავალებით მოხდა“?

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად