A1 ბანერი

სასამართლომ ტელეკომპანია “იბერია”-ს 18 ჟურნალისტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია “იბერია”-ს 18 ჟურნალისტის სარჩელი, რადგან ტელეკომპანიის მოულოდნელი დახურვის გამო, თანამშრომლებს გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულება შეუწყდათ.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შრომის კოდექსი 2 თვიან კომპენსაციას, 1 კვირის სახელფასო დავალიანებას და 0,07% პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა.

ამ დრომდე დავაშია ჟურნალისტთა ნაწილის, 11 თანამშრომელის სარჩელი, მათ შორის არიან ტელეკომპანია “იბერიას” რეგიონის ჟურნალისტები. სასამართლოში უკვე წარდგნილია მათი სარჩელი.

ყოფილ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაცია” უწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...