სასამართლომ შალვა ნათელაშვილის სარჩელი სემეკის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა ნათელაშვილის სარჩელი სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, შალვა ნათელაშვილი მოითხოვდა სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფების დადგენის შესახებ სემეკის 2017 წლის 27 დეკემბრის N48 და N49 დადგენილებების ბათილობას.

აღნიშნულს ადასტურებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) და ამბობენ, რომ მათ ჩაბარდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N3/440-18 გადაწყვეტილება.

სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელე მხარის მითითებები სადავო დადგენილებების მიღებისას კომისიის მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი პროცესუალური და მატერიალური კანონიერების დარღვევის თაობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად