სასამართლომ, სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა სადაც ნარკოტიკული საშუალება იყო მალანიას არ ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.
შსს ინფორმაციით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი
გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად