სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი 26 აგვისტომდე პატიმრობაში დატოვა

ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი 26 აგვისტომდე პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სერგეი სლესარევმა პორტალ 24.Kg-ს განუცხადა.

”მოსმენა დახურული იყო, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ღია ყოფილიყო. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა”, – განაცხადა ადვოკატმა.

14 აგვისტოს, ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ახალი ბრალი წარუდგინეს. საქმე თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასა და მისი ოფისის შეძენას ეხება.

ალმაზბეკ ატამბაევი ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მისი მომხრეები სპეცრაზმს წინააღმდეგობას უწევდნენ. ექს-პრეზიდენტი მეორე დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციას ჩაბარდა. პირველი თავდასხმის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, ასევე 136 ადამიანი დაშავდა. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ოროზბეკ ოპუმბაევმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი გადატრიალებას გეგმავდა.

13 აგვისტოს, ატამბაევი რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულეს, როგორიცაა: მკვლელობა, ამბოხი და ადამიანების მძევლად აყვანა.

ექს-პრეზიდენტი 26 აგვისტომდე დააკავეს. ის ადრე მხოლოდ კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...