სასამართლომ ნიკა მელიას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა

თბილისის საქალაქო სასასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, პარლამენტის წევრ ნიკა მელიას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.

20-21 ივნისის მოვლემების შემდეგ, 2019 წლის 26 ივნისს 91 პარლამენტარის გადაწყვეტილებით ნიკა მელიამ დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა, რის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ, დეპუტატ ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ბრალი წაუყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ აღნიშნულ საქმეზე, არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ნიკა მელია 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რა გადწყვეტილებას მიიღებენ პარლამენტარები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიღებულ განაწყვეტილებას სოციუალური ქსელით ეხმიანება,” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე და წერს: ““ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის (თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის) დანიშვნით ავტომატურად არ უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშვნითი (და არა არჩევითი) თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას მოიცავს, ხოლო პარლამენტის წევრობა არჩევითი თანამდებობაა.

თუმცა, თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. საინტერესოა, როგორ მოხდება კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია. მათ შორის, ეს ეხება დეპუტატობის დროს ჩადენილ დანაშაულს თუ მანამდე ჩადენილ დანაშაულსაც?”

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად