სასამართლომ ნიკა მელიას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო გამოსვლები აუკრძალა

“ნიკა მელიას აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე”,- ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა.

“ნიკა მელიას აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეეებითან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება”,-განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად