სასამართლომ “ნაცმოძრაობის” წევრები ფასადების და გზის დამახინჯებისთვის 50 ლარით დააჯარიმა

. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქობულეთის გამგეობის სარჩელი, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, ქობულეთის ტერიტორიაზე შენობების ფასადი და გზის სავილი ნაწილი პლაკატებით დაამახინჯეს. 

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის ორი ნაწილით განიხილებოდა. მოსარჩელეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. “ჩვენი დარღვევა იყო, გზის სავალ ნაწილზე და ფასადებზე, პლაკატების გაკვრა, რომელიც აზიანებს ფასადებსა და გზის სავალ ნაწილს. კანონი მიიჩნევს, რომ ეს დარღვევაა, მაგრამ ეს იყო ჩვენი გამოხატვის ერთი-ერთი ფორმა. 50 ლარი ღირს ეს ყველაფერი”,-განაცხადა ახალგაზრდული ფრთის წევრმა, გიორგი ანდღულაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად