სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა ნოზაძე ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა 5 ათას ლარიანი გირაოთი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ლელა ნოზაძემ მირზა სუბელიანს აღკვეთი ღონისძიება არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად