სასამართლომ მილანს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მილანს დისკვალიფიკაცია მოეხსნა და შემდეგ სეზონში ევროტურნირებზე ითამაშებს, – ეს გადაწყვეტილება Sports.Yahoo.com-ის ცნობით, სასამართლომ დღეს მიიღო, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართა. სასამართლომ იტალიური კლუბის აპელაცია დააკმაყოფილა.

ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გამო, მილანი ევროპა ლიგიდან ცოტა ხნის წინ მოკვეთეს. იტალიურმა კლუბმა განაჩენი საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც გაირკვა, ამან შედეგი გამოიღო. როსონერის პირველადი ცნობით, ევროტურნირებზე 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მიზეზი არამიზნობრივად გახარჯული ფული იყო.

ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ ყველაზე მეტად ფლორენციაში ეწყინებათ, ვინაიდან ევროტურნირებზე სწორედ ფლორენციულ ფიორენტინას უნდა ეთამაშა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი ფიორენტინა 2018-19 წლების სეზონში ევროტურნირებზე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

იტალიური კლუბებიდან ევროპა ლიგაზე მომდევნო სეზონში რომის ლაციო და ბერგამოს ატალანტა ითამაშებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იტალიას ოთხი კლუბი ეყოლება: ტურინის იუვენტუსი, ნაპოლი, რომა და მილანის ინტერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად