სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

“2018 წლის 13 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მარნეულის ყოფილი მერის და სხვათა ბრალდების საქმის არსებითი არსებითი განხილვის მორიგი სხდომა. სხდომაზე ბრალდებულ თ.ა.-ს ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ  უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის  შეცვლა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და გირაოს შეფარდება. ბრალდებულ თ.ა.-ს ინტერესების დამცველის შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა პროცესში მონაწილე პროკურორი და მიუთითა, რომ ვინაიდან საფრთხეები, რომლებიც ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების ეტაპზე არსებობდა შემცირებულია მხარს უჭერს ბრალდებულ თ.ა.-სთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას.

იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის დასაბუთება ბრალდების მხარის ვალდებულებაა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თ.ა.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება  პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. მხარეთა შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ბრალდებული თ.ა. დაუყონებლივ განთავისუფლდა სხდომის დარბაზიდან”, – ამის შესახებ განცხადებას რუსთავის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

პატირობიდან გათავისუფლებული თემურ აბაზოვი “კურიერთან” აცხადებს, რომ ის ბინძური პროვოკაციის მსხვერპლია

„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წამოუდგენლად შეურაცხყოფილი,“- ამბობს აბაზოვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად