სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთ ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობს” წევრს, ლევან ხაბეიშვილს, დედაქალაქია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმარტა ძალადობის ფაქტზე არკვეთ ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს. მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად