სასამართლომ ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული, ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო,-აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

ჩაჩუას ბრალად ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი საქმიანობა და სრულყოფილად არ აღწერა გავმებზე არსებული დაზიანებები.

ჩაჩუა დაახლოებით 1 წლის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად