სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილი 3000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნო და  3000 ლარით დააჯარიმა.

ლაშა ჩხარტიშვილმა 2020 წლის 3 იანვარს, პარლამენტის შენობის წინ კარვების აღება და იქ  საბავშვო ატრაქციონების გაშალა გააპროტესდა. რა დროსაც აქციაზე”შეცვალეს” წევრებს, ლაშა ჩხარტიშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ჩხარტიშვილის თქმით, ისინი ატრაქციონთან 2019 წლის  20 ივნისის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, რასაც  პოლიციასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რა როსაც ის დააკავეს,

შეგახსენებთ, შსს-ის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად