A1 ბანერი

სასამართლომ კარდინალი პედოფილიაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიის სასამართლომ ვატიკანის ეკონომიკის სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი, კარდინალი ჯორჯ პელი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს. მოსამართლის გადაწყვეტილების ტექსტი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მოსამართლე პიტერ კიდმა განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 77 წლის კარდინალმა საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და “განსაცვიფრებელი ქედმაღლობა” აჩვენა. გარდა ამისა, კარდინალს საქმიანობა და არასრულწლოვნებთან კონტაქტი აეკრძალა.

მოსამართლის განმარტებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი შესაძლოა შეტანილ იქნას ჯორჯ პელის მიერ არანაკლებ სამი წლისა და რვა თვის განმავლობაში.

ჯორჯ პელი კათოლიკურ ეკლესიაში მესამე ოფიციალური თანამდებობის პირია, რომელიც რომელიც 2017 წლის ივნისის შემდეგ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. გამოძიება 2016 წლის ივლისიდან მიმდინარეობს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კარდინალი შესაძლოა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ყოფილიყო ჩართული.
ამავდროულად, კარდინალმა პაპმა ფრანცისკეს დროებით გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართა, რათა მას უდანაშაულობა დაემტკიცებინა.
თავად, ჯორჯ პელმა აღნიშნა, რომ ის “დაუნდობელი დისკრედიტის” მსხვერპლია. მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოფილი კარდინალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ყველა ბრალდებას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...