სასამართლომ Johnson & Johnson-ს ამერიკელისთვის კომპენსაციის სახით, 8 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა

პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიის სასამართლომ კომპანია Johnson & Johnson-ს მერილენდის მაცხოვრებლისთვის კომპენსაციის სახით, 8 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, რომელიც Johnson & Johnson-ის მედიკამენტის გვერდითი ეფექტის შედეგად დაზარალდა. ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლომ ასეთი ვერდიქტი სამშაბათს, 8 ოქტომბერს გამოიტანა.

მოსარჩელე ნიკოლას მიურეი თავის საჩივარში პრეტენზიას აცხადებს, რომ მან ბავშვობაში, 2003 წლიდან 2008 წლამდე  ექიმის გამოწერილი მედიკამენტი Risperdal-ი მიიღო.

ამასთან, Johnson & Johnson-ის მიერ წარმოქმნილ ნეიროლეპტიკს გვერდითი მოქმედება აქვს – ის გინეკომასტიას იწვევს. (გინეკომასტია ეწოდება ბიჭებში და კაცებში მკერდის ქსოვილის შესიებას, რომელიც გამოწვეულია ესტროგენისა და ტესტოსტერონის ბალანსის დარღვევით _”აიპრესი”).

მიურეის თქმით, ამერიკულმა ჰოლდინგურმა კომპანიამ პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ იცოდა, მაგრამ ამის შესახებ ექიმებს და პაციენტებს არ აცნობა.

2015 წელს სასამართლომ ამ საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც Johnson & Johnson-ს 1,75 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

2018 წლის თებერვალში პენსილვანიის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი კანონიერად ცნო, მაგრამ გადასახადის ოდენობა 680 ათასი დოლარით შეამცირა. თავის მხრივ, მიურეი ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საბოლოო ჯამში, მას კომპენსაციის სახით, 8 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...