სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ტიანზინის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს მენ ჰუნვეის 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ასევე კორუფციის საქმეზე 2 მილიონი იუანით (290,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს,-ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

მენ ჰუნგვეიმ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2005 წლიდან 2017 წლამდე, ჰუნვეიმ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილისა და საზღვაო პოლიციის უფროსის თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და ქრთამის სახით 14,46 მილიონი იუანი (2.1 მილიონი აშშ დოლარი) აიღო.

მენ ჰუნვეი ჩინეთის პირველი მოქალაქე იყო, რომელიც ინტერპოლს ხელმძღვანელობდა. ის ორგანიზაციას 2016 წლის ნოემბრიდან მართავდა.

2018 წლის სექტემბერში ჰუნვეიუ საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა და გაუჩინარდა. საფრანგეთში მისი გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ იგი ჩინეთში კორუფციის საქმეზე დააკავეს. მენ ჰუნვეიმ ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტი 2018 წლის 7 ოქტომბერს დატოვა.

მისი მეუღლე, გრეის მენი ინტერპოლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს, რომელიც ორგანიზაციას ქმრის არასაკმარის დაცვაში ადანაშაულებს. იგი ირწმუნება, რომ ჩინეთში მისი მეუღლე პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ჰუნვეის მეუღლემ და შვილებმა საფრანგეთში თავშესაფარი მიიღეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად