სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებას ყადაღა მოხსნა?!

ამ წუთებში, Ipress-ისთვის ცნობილი ხდება, რომ მოქალაქე როლანდ ბლადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შორის არსებულ სადავო ბინის საკითხთან დაკავშირებით,  სასამართლომ ყადაღის წარმოშობის გადაწყვეტილება გააუქმა. 

საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებას ყადაღა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2015 წლის 22 დეკემბერს დაადო. მას შემდეგ, რაც სარჩელი განსჯადობის გარკვევის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დამისამართდა, გიორგი პაპუაშვილმა ყადაღის წარმოშობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2016 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გიორგი პაპუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. გიორგი პაპუაშვილმა საჩივარზე უარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს, უკვე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვრცელი ინფორმაცია, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ვებგვერდზეა განთავსებული.

 როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მისი ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს. ორგანიზაციამ გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე პირველი განცხადება 2014 წლის ოქტომბერში გააკეთა. ამჟამად, საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს დავა, სადაც მოთხოვნილია 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც ამორალური და კანონსაწინააღმდეგო და გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება.

"აიპრესი" აუკავშირდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ გიორგი ზოიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ხვალისთვის გააკეთებს. ორგანიზაციაში განმარტება არ კეთდება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის თაობაზე.  

 ცნობისთვის: გიორგი პაპუაშვილის სადავო უძრავ ქონებას, ქ. ბათუმში, მდებარე გორგილაძის ქუჩა #37, ბ8, ამჟამად, საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში, კვლავ ყადაღის აკრძალვა ადევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...