სასამართლომ დონალდ ტრამპს 2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არაკომერციული ორგანიზაციისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ ის 2016 წელს საკუთარი კამპანიის დაფინანსებისთვის Donald J. Trump Foundation-ის ფონდიდან რესურსს იყენებდა,-ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

2018 წელს ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ- იორკის პროკურორმა ბარბარა ანდერვუდმა შეიტანა.

იგი ირწმუნებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა და მისმა შვილებმა კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონი დაარღვიეს: საქველმოქმედო ფონდებზე შეღავათიანი საგადასახადო პირობების ბოროტად გამოყენების გზით, მათ Trump Foundation-ი “ჩეკის წიგნაკად” გამოიყენეს.

ბრალდების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი 2016 წლის იანვარში აიოვას შტატში ტრამპის ფონდისთვის ფულადი სახსრების მიღებას უკავშირდება, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

თუმცა, სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნები სრულად არ დააკმაყოფილა: ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ზიანის ანაზღაურების სახით 2,8 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად