სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონული სასამართლო მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატირმობაში დატოვა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 19 მარტს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...