სასამართლომ დაადგინა, რომ სამსახურში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა გამართლებულია

სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელს შეუძლია სამსახურში ჰიჯაბის ტარება აკრძალოს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს დასკვნაშია აღნიშნული.

დოკუმენტში საუბარია მუსლიმი ქალის სამირი აჰბიტის შემთხვევაზე, რომელიც ბრიტანული კომპანია G4S PLC-ის ბელგიის ფილიალში რეგისტრატორად მუშაობდა. სამი წლის მუშაობის პერიოდში მან არაერთხელ სთხოვა ხელმძღვანელობას, რომ ჰიჯაბის ტარების უფლება ჰქონოდა, თუმცა ამის მიუხედავად მას ჰიჯაბის ტარების უფლება არ ჰქონდა, საბოლოოდ კი ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

აჰბიტამ გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ის კომპენსაციას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ დისკრიმინაციული ნიშნით სამსახურიდან დაითხოვეს. ევროკავშირის სასამართლოს ადვოკატმა ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა.

ჯულიანა კოკოტის განცხადებით, ჰიჯაბის ტარების აკრძალვა არ წარმოადგენს რელიგიური ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას, თუ ის ეფუძნება კომპანიის კორპორატიული პოლიტიკას, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, ფილოსოფიური და რელიგიური სიმბოლოების სამსახურში გამოხატვას.

როგორც გამოცემაThe Wall Street Journal წერს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხშირად საკითხის გადასაჭრელად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად