სასამართლომ “ბადაგონის” დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული ქონებები დააყადაღა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" მოთხოვა დააკმაყოფილა.

მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას მის სახელზე აღრიცხული უძრავ-მოძრავი ქონებების გასხვისება დაუფლებრივი დატვირთვა აეკრძალა.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ეს ქონებებია:

სს „ბადაგონში“ 100%-იანი აქციები, რომელიც აღრიცხულია გიორგი სალაყაიას სახელზე

თბილისში, გაზაფხულის # 15 ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება

უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელი შინდისში

უძრავი ქონება სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

შპს „გრეიპ ლენდი grape lan”-ში გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული 100%-იანი წილი

შპს „ბადაგონი სთორში“ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული წილი

სატრანსპორტო საშუალება HONDA PILOT

სატრანსპორტო საშუალება MERCEDES – BENZ GLS

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხსენებული ქონებები უკვე დაყადაღდა.

ჟურნალისტი მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს გიგა კვერენჩხილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაყადაღების მიზეზები განმარტა:

„მე ვარ შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი. ეს გახლავთ ის კომპანია, რომელიც ფლობდა ყოველთვის ამ აქციებს და ეს აქციები მას ჰქონდა დროებითგადაცემული გიორგი სალაყაიასთვის. სამწუხაროდ, ბატონმა გიორგი სალაყაიამ გადაწყვიტა, მიეთვისებინა ეს აქციები, შესაბამისად, იძულებული გავხდით, სასამართლოსმეშვეობით მოგვეთხოვა ამ აქციების დაბრუნება. ეს იყო შპს ბადაგონის წილი, რომელიც უკანონოდაა გარდაქმნილი სააქციო საზოგადოებად გიორგი სალაყაიას მიერ. ამიტომ, დავაყადაღეთ ეს აქციები და ასევე სხვა უძრა- მოძრავი ქონება დავუყადაღეთ ბატონ გიორგი სალაყაიას",-აღნიშნა  საუბარში გიგა კვერენჩხილაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 19 ივლისით თარიღდება. მოპასუხე მხარესშეუძლია, განჩინება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს.მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას მის სახელზე აღრიცხული უძრავ-მოძრავი ქონებების გასხვისება დაუფლებრივი დატვირთვა აეკრძალა.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ეს ქონებებია:

სს „ბადაგონში“ 100%-იანი აქციები, რომელიც აღრიცხულია გიორგი სალაყაიას სახელზე

თბილისში, გაზაფხულის # 15 ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება

უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელი შინდისში

უძრავი ქონება სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

შპს „გრეიპ ლენდი grape lan”-ში გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული 100%-იანი წილი

შპს „ბადაგონი სთორში“ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული წილი

სატრანსპორტო საშუალება HONDA PILOT

სატრანსპორტო საშუალება MERCEDES – BENZ GLS

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხსენებული ქონებები უკვე დაყადაღდა.

ჟურნალისტი მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს გიგა კვერენჩხილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაყადაღების მიზეზები განმარტა:

„მე ვარ შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი. ეს გახლავთ ის კომპანია, რომელიც ფლობდა ყოველთვის ამ აქციებს და ეს აქციები მას ჰქონდა დროებითგადაცემული გიორგი სალაყაიასთვის. სამწუხაროდ, ბატონმა გიორგი სალაყაიამ გადაწყვიტა, მიეთვისებინა ეს აქციები, შესაბამისად, იძულებული გავხდით, სასამართლოსმეშვეობით მოგვეთხოვა ამ აქციების დაბრუნება. ეს იყო შპს ბადაგონის წილი, რომელიც უკანონოდაა გარდაქმნილი სააქციო საზოგადოებად გიორგი სალაყაიას მიერ. ამიტომ, დავაყადაღეთ ეს აქციები და ასევე სხვა უძრა- მოძრავი ქონება დავუყადაღეთ ბატონ გიორგი სალაყაიას",-აღნიშნა  საუბარში გიგა კვერენჩხილაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 19 ივლისით თარიღდება. მოპასუხე მხარესშეუძლია, განჩინება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...