სასამართლომ ათეისტების სარჩელი, დოლარიდან ფრაზა “ჩვენ გვჯერა ღმერთის” წაშლაზე, არ დააკმაყოფილა

მინესოტას შტატში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ათეისტების მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი დოლარის ბანკნოტებიდან და მონეტებიდან წარწერა "ჩვენ გვჯერა ღმერთის" წაშლას თხოვდნენ.

ფრაზა "ჩვენ გვჯერა ღმერთის" პირველად მონეტებზე აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს, 1864 წელს გამოჩნდა. ამის ინიციატორი მაშინდელი ფინანსთა მინისტრი იყო.

ბანკნოტებზე კი ფრაზა 1960 წლების შუაში გამოჩნდა. ამის მიზეზი კი, 1956 წელს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ფრაზა ქვეყნის ლოზუნგი გამხდარიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად