სასამართლომ 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის სარა მირბობოევა პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლევან გელოვანმა წინა სასამრთლო სხდომაზე არსებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, არსებითიგანხილვა კი 26 აგვისტოს 14:00 საათზე ჩანიშნა. 

სარა მირბობოიევას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მოსამართლის დასმულ კითხვაზე აღიარსებს თუ არა წარდგენილ ბრალს სარა მირბობოიევამ არ უპოსუხა. ის სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

სასამართლო პროცესს მიკლული ბავშვის ძიძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ისინი ბრალდებულის მეგობრის დაკავებასაც ითხოვენ, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო. მათივე განმარტებით მცირეწლოვანს ორივე მათგანი სასტიკად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად