სასამართლო სოფიო კილაძის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში განიხილავდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს, სადაც მოსარჩელე ამავე კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი იყო.

ელგა ფოლადიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ადამიანის უფლებების დარღვევას ედავება. პროცესს არ დაესწრო თავად სოფიო კილაძე.

კილაძის ადვოკატის განცხადებით, ელგა ფოლადიშვილი სრულყოფილად ვერ ასრულებდა საქმიანობას, რის გამოც, კომიტეტის თავმჯდომარეს გარკვეული შენიშვნები ქონდა მასთან.

ფოლადიშვილი კი თავის მხრის ამტკიცებს რომ ის ყველა დავალებას სრულყოფილად ასრულებდა, სოფო კილაძე კი მის უფლებებს არღვევდა, ეს კი იმაში გამოიხატებოდა რომ, დიდი რაოდენობით საქმის გაკეთებას აიძულებდა მცირე დროში, კილაძე ფოლადაშვილს , როგორც თავად მოსარჩელე ამბობს, ეუბნებოდა რომ როცა უნდოდა მაშინ დააწერინებდა განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

მთავარი სხდომა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე გენადი მაკარიძე ხვალ, 9 იანვარს 10:00 საათზე გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად