სასამართლო “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქის საექსტრადიციო საქმის განხილვას იწყებს

დღეს, 12 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს უზენაესი სასამართლო იწყებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქის საექსტრადიციო საქმის განხილვას.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ დღეს, უზენაეს სასამართლოში საექსტრადიციო საქმის განხილვას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ა.ბ-სთვის ექსტრადირებაზე უარის თქმის შესახებ, რადგანაც აღნიშნულ საქმეზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დრამატულად განვითარდა მოვლენები.
კერძოდ, აღნიშნული საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში 5 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ 4 თებერვალს საქმის გადაწყვეტამდე ერთი დღით ადრე „42-ე მუხლის“ სარჩელის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ა.ბ.-სთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება დაავალა.“

სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო უზენაესმა სასამართლომ 5 თებერვალს დაგეგმილი საქმის განხილვა გადადო; პროკურატურამ იშუამდგომლა და გუშინწინ, 10 თებერვალს პატიმრობაში მყოფ ა.ბ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საკონტაქტო პირი: რუსუდან მჭედლიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი
ტელ: 593424439

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად