სარფში, საჩხერელი მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სარფში 30 წლამდე მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად “რუსთავი 2” გაავრცელა. ტელეკომპანია წერს, გარდაცვლილი სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და სახლში, საჩხერეში ბრუნდებოდა. კაცს თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რასაც ჯერჯერობით ვერ პოულობენ. ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და სიკვდილის მიზეზს იკვლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად