სარფში, ყაზბეგში, ვალესა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი”, „ვალე”, „ყაზბეგი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 21,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...