სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

11 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 88 004.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო (1030.35 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად