სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

30 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მ.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8323.59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (100.26 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად