სარფის საბაჟოზე 5 450 კუ აზერბაიჯანის მოქალაქეებს კონტრაბანდულად გადაყავდათ

აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც საქართველოდან თურქეთში, 5 ათას 450 კუ კონტრაბანდულად გადაჰყავდა, დაკავებულია.

თურქული მედიის ინფორმაციით, წყლის ბინადრები რუსლან გურბანოვს, მანქანის კარებში ჰყავდა დამალული.

„საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, მანქანას სკანირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც იქნა აღმოჩენილი ათასობით კუ“,-წერს გამოცემა www.sondakika.com. ოპერაცია, სარფის საბაჟო პუნქტის კონტრაბანდასთან ბრძოლისა და სადაზვერვო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად