სარფის საბაჟოდან და ბათუმის პორტიდან სურსათის მარაგი შემოვიდა

დღეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან და ბათუმის პორტიდან შემოვიდა სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები. ტვირთის შემოსვლას ადგილზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო.

ტიტე აროშიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, სურსათის სარეალიზაციო ობიექტები სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში ახდენს სურსათის მარაგების მონიტორინგს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად