სარფის გზადკეცილზე ჩამოშლილი ლოდები მძიმე ტექნიკამ გაწმინდა

სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით 1 საათი პარალიზებული იყო. მიზეზი მთიდან ლოდების მასის ჩამოშლა გახდა.

თვითმხილველების განცხადებით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცენტრალურ მაგისტრალზე უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სარფის მთიდან ქვათაცვენა აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია. საგზაო დეპარტამენტს ტერიტორიაზე სპეციალურად დამჭერი ბადეებიც აქვს დამოტაჟებული, თუმცა უშედეგოდ. რამდენინე თვის წინ, ქვათაცვენაში ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილიც მოჰყვა, მძღოლი კი გადარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...