სარჯველაძე: არ მახსენდება შემთხვევა, როცა დიდი პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმ სახით იქცეოდეს, როგორც ნიკანორ მელიას ქმედებები ვიხილეთ

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ მახსენდება შემთხვევა, როცა დიდი პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმ სახით იქცეოდეს, როგორც ამ შემთხვევაში ბატონი ნიკანორ მელიას ქმედებები ვიხილეთ”, – ამის შესახებ ,პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თვამჯდომარე ნიკა მელიას შესახებ განაცხადა.

„აშკარად გამოჩნდა, რომ რეალურად, მათი სურვილია, თავი მსხვერპლის მდგომარეობაში წარმოაჩინონ და ასეთი ილუზია შექმნან. საზოგადოება ამას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს, როგორც სიმართლეს, ვინაიდან მართლაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, სიმართლე რა არის. სიმართლე კი ის არის, რომ ირგებენ რაღაც როლებს და ნიღბებს, რაც საზოგადოებისთვის არადამაჯერებელია. თვალსაჩინოა, რომ ამ შემთხვევაში საქმე პოლიტიკურ დევნასთან კი არ გვაქვს, არამედ თავად ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლების იმგვარად გათამაშებაში, სადაც ვინმე შეძლებს, პოლიტიკური დევნილის როლი მოირგოს.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის განცხადებები, რომ ოპოზიციური ლიდერის დაკავების ფაქტს როდესაც ხედავენ, ეს განვითარებული ევროპული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია არ არის, მაგრამ ამავე დროს, უნდა გაჩნდეს კითხვა, არის კი დამახასიათებელი განვითარებული ევროპული სახელმწიფოებისთვის ოპოზიციური ლიდერების მხრიდან ისეთი ქმედებები, როცა ადგილი აქვს გაუთავებელ მცდელობას, რომ ეს ადამიანი რამენაირად საპატიმროში მოხვდეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 23 თებერვალს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

18 თებერვალს  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს  რის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.   სულ რამდენიმე საათში კი „ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

გუშინ კი საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, გუშინ 6 საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალს კი, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...