სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება დღის წესრიგში დგას

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

„მე უშუალოდ არ ვარ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ყოველ კვირაში რაღაც ახალი შემსუბუქება განიხილება. ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები.

მე არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები. იცით, ახლა მთავრობაში ცვლილებებია. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...