სარესტორნო ასოციაციის დამფუძნებელი: პრემიერს მივმართავთ თხოვნით, რომ შეგვხვდეს

“მე ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ამ საკითხზე მსჯელობა და პრემიერთან შეხვედრაა, საჯაროდ მივმართავთ თხოვნით, რომ ისევ შეგვხვდეს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში სარესტორნო ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ყოველთვის ხდებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

“მე ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ამ საკითხზე მსჯელობა და პრემიერთან შეხვედრაა, საჯაროდ მივმართავთ თხოვნით, რომ ისევ შეგვხვდეს იმიტომ, რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ყოველთვის ხდებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ახლაც მასთან შეხვედრის იმედი გვაქვს. არა მარტო ჩემს სფეროს და ჩემს ასოციაციას, არამედ ასოციაციებს, რომელთანაც შეგვიძლია საუბარი და ამ პრობლემებზე მსჯელობა.

როდის იხსნება საკურორტო მხარე? გუდაურში აპრილში თოვლი არის, რომ გუდაური აპრილში გაიხსნას? ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილებებს. ჩაიხსნა მთლიანად მთელი სფერო, მოკვდა ზამთრის კურორტი,” – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად