სარესტორნო ასოციაციის დამფუძნებელი: დღეს სარესტორნო სფეროს ლიკვიდაცია მოხდა

სარესტორნო სფერო უკვე მკვდარია, დღეს მისი ლიკვიდაცია მოხდა, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში სარესტორნო ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

“თქვენი შეკითხვა ალბათ ცინიკურია. ყოველ შემთხვევაში მე ვერ მივიღებ სერიოზულად, რომ ფრენები იხსნებაო. წარმოუდგენელია, ტურისტმა გადაწყვიტო საქართველოში ჩამოსვლა და მერე ბაზარში წავიდეს იმისათვის, რომ რამე შეჭამოს, ან ისარგებლოს დელივერის სერვისით. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ცნობილია გასტროტურიზმით და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავიზიტო ბარათი. ასე უყურებენ, რომ ეს სფერო გადაიტანს ამას, მაგრამ მკვდარია უკვე, დღეს სარესტორნო სფეროს ლიკვიდაცია მოხდა”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად