სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: დ.ღ. სასწრაფოდ გაათავისუფლეთ!

ამის შესახებ ხორავს ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მეგობრის დ.ღ-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მივმართავ დღევანდელ მთავარ პროკურორს, ნუ დაადგებით ირაკლი შოთაძის გზას! რადგან თქვნი დანიშვნიდან მეორე, მესამე დღეს აკავებენ არასრულწლოვანს, რითიც პროკურატურამ ფეხქვეშ გათელა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლითაც თავს იწონებს ხელისუფლება. რაში გვჭირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი თუ მას არ დავიცავთ?! ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალი სახეზე,  რომ ყოფილიყო, პროკურატურა ვალდებული იყო დაკავებისთანავე მისთვის განემარტათ რა არის განრიდება, მაგრამ ეს არ გააკეთეს… 

დ.ღ სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობისგან! გაგრძელდეს გამოძიება, ოღონდ სასწრაფოდ მოვითხოვ – ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, დაწყებული ფხაკაძე-გუგუშვილით(ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორები),  ყველა იმ გამომძიებლით, რომლებმაც დ.ღ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ დაამაგრა საქმეს", -აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

შეგახსენებთ, 2018 წლის 19 ივლისს შსს-მ 2017 წლის1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად