სარალიძის მკველობის საქმეში ბრალდებული მიხეილ კალანდია ადვოკატთან ერთად პროკურატურაში მივიდა

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული თბილისის №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის საქმეში ერთ-ერთი ბრა;დებულო მიხეილ კალანდიას ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურატურაშ მივიდა.

როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურატურაში განუცხადეს, “კალანდიან იმყოფება ადვოკატთან ერთად, გამოყოფილ საქმეზე მოსალოდნელ სასამართლო პროცესზე დაკითხვის პროცედურებთან დაკავშირებით”.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე  №51 საშუალო სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე მოკლეს. რომელსაც 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სარალიძის განზრახ მკველობის ბრალდებით უკვე მსჯავრდებულია გ.ჯ. თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი ვინ მოკლა დავით სარალიძე.

უკვე 1 წელია სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს დადგინდეს ვინ არის მისი შვილის მკვლელი და რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად