სარალიძესა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი

 დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ზაზა სარალიძე და აქციის მონაწილები რუსთაველის გამზირზე კარავის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც სარალიძე შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიწყვანა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად