სარალიძე: ვნახოთ როგორ დაამტკიცებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას…

ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საჯარო სკოლის მოსაწავლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და ყველა იმ ადამიანს ვინც გადაწყვიტა რომ სამართალმა უნდა იზეიმოს. მივესალმები ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის ვნახოთ პროკურატურა როგორ დაამტკიცებს იმ ბრალეულობას რა ბრალიც წარუდგინ მიხეილ კალანდიას. იქ არაერთ პიროვნებას ქონდა კიდევ ჩადენილი დანაშაული და აუცილებლად ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. ბრძოლა გრძელდება და ეს არ ჭირდება მარტო ზაზა სარალიძეს და ზაზა სარალიძის შვილს, არამედ ჭირდება ჩემი შვილის მეგობრებს”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, დღეს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე  17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად,  პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად