სარალიძე: შთამომავალი მომიკლა სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა-რა კითხვას მისვამთ?!

შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და როგორ გაგცეთ საერთოდ კითხვებზე პასუხი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაზე მელაპარაკებით, მთელი საქართველოს კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემ შენი შვილის მკვლელებსო. რა მნიშვნელობა აქვს, 15 წლის მერე ხომ გამოუშვებენ. რა მნიშვნელობა აქვს?! ეს არის გარიგება?! ამიხსენით ვინმემ?! შთამომავალი, რომელიც მომიკლა სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა და გუშინ კიდევ მიგინეს, ამ კითხვას მისვმათ. რა კთხვას მისვამთ, რა გაინტერესებთ? ნამუსი არ გაგაჩნიათ- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად