სარალიძე: სამართალდამცველებს ბოდიში მინდა მოვუხადო, გუშინ ანერვიულებული ვიყავი

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, აცხადებს. 

"სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო გუშინ ანერვიულებული ვიყავი და შეურაცხყოფა მივაყენე. მე დიდი სამეგობრო მყავს არა მარტო პოლიციაში, არამედ სხვა სტრუქტურებშიც, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც ვინახავ. შეურაცხყოფისთვის ყველას დიდი ბოდიში"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, გუშინ დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად